შიჰო ნაგე ომოტე #3

სამ ზედა ფოტოზე ნაჩვენებია შომენის ჭრის უმთავრესი საფეხურები. მოქმედება იშლება, ასე ვთქვათ, სამფეხას იმ მესამე ფეხისკენ, რომელიც აიტეს აკლია და სწორედ ამიტომ მთავრდება ილეთი ისე, რომ აიტეს თავი ძირს, თქვენს ფეხებს შორის ექცევა.

ეს ილეთი საბრძოლო შესრულოებისას უკიდურესად სახიფათოა და კისრის მალებს უმტვრევს ადამიანს. ვარჯიშისას ის არასდროს არ უნდა შესრულდეს უხეშად. ამაზე თვალყურის დევნება მასწავლებლის პასუხისმგებლობაა.

უკანა ფეხი წინა ფეხის გარშემო ტრიალებს, რომ ჰანმის პოზიციაში აღმოჩნდეს და თეძოებს ადგილზე ბრუნვის საშუალება მისცეს.

თუ ჭრისას აიტეს თქვენი წინა ფეხიდან შორს მოისვრით, შეცდომა შემდეგი იქნება:

  1. თქვენ თქვენი სხეულის ღერძის გარშემო არ ბრუნავს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი თეძოები არ მუშაობს და მკვდარია.
  2. თქვენ შორდებით აიკი კენის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს, რომ ჭრა თქვენი კიკაი ტანდენის ენერგიის გამოტყორცნა უნდა იყოს შიგნიდან გარეთ, განსხვავებით, მაგალითად, იაიდო მუსო შინდენისაგან, სადაც ჭრა წრიულია და ამგვარ მოძრაობას ენერგია მოაქვს თქვენი კიკაი ტანდენისკენ.

ოსტატი კაძუო ჩიბა ასე ასურათებდა ამ პუნქტს, ამბობდა, აიკი კენის შომენის ბოლოს ხელს თუ გაუშვებთ ხმალს, ის პირდაპირ უნდა გაფრინდეს და კედელში შეერჭოსო. ასე არ არის იაიდოს შემთხვევაში.
სხვათა შორის, ჭრის პრინციპებში ამ ფუნდამენტური სხვაობისა და იაიდოს შიკაკუ დგომის (ფეხები კვადრატულად, რაც თეძოების ტრილას შეუძლებელს ხდის) გამოა, რომ იაის შესწავლა აიკიდოს პრაქტიკაში ბუნდოვანებისა და აღრევის მთავარ წყაროდ იქცა.

თავად შეამოწმეთ ვარჯიშის დროს, რომ შეუძლებელია ილეთის ამ პოზიციაში დასრულება, თუ აიტეს შორს მოისვრით.
აქ ნაჩვენები გაუძრავებისას აიტეს მაჯა ბოლომდე ჩაახვიეთ და ისე გეჭიროთ, რომ მის ხელს თქვენი წინამხრით აწვებოდეთ მისივე სახისკენ.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shiho-nage-omote-3?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)