შიჰო ნაგე ურა ვაზა

შიჰო ნაგე ურას სხვადასხვა ტექნიკური პუნქტები კარგადაა ცნობილი: ერთ ხაზზე დგება ფეხის თითები, ჭრა უკნისაკენაა, კარგად ვუჭიმავთ ხელს უკეს, ჩაჭიდება მუდამ ჩვენ წინ უნდა შევინარჩუნოთ ტრიალისას და ა. შ.

მაგრამ აქ ყველა სხვა დანარჩენზე მეტად მინდა გიჩვენოთ, რომ მხოლოდ ერთი და უწყვეტი სპირალი არსებობს მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე. მართლაც, თუკი აიკიდოს მოძრაობა კარგად მუშაობს მბრუნავი სპირალის პრინციპის მიხედვით, მაშინ სრულიად შეუძლებელია, რომ ეს სპირალი არ მივიდეს თავის ბოლო წერტილამდე. სპირალის შეწყვეტა შუა გზაში, რათა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით გაგრძელდეს, არის ხერხი, რომელიც მას ძალას უკარგავს ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს ფეთქებადი ძალა უნდა გამოჩნდეს და თან იმ კონტექსტში, სადაც უკეს ვარდნის არავითარი შესაძლებლობა აღარა აქვს ილეთის შედეგის შესარბილებად.

ამან უნდა დაგვაფიქროს, რადგან სწორედ სპირალის შეწყვეტითა და საპირისპირო მხარეს გაგრძელებით ისწავლება შიჰო ნაგეს მოძრაობა აიკიდოს პედაგოგიურ მეთოდში.
ჩემი შეგრძნება შემდეგნაირია: თუკი გვინდა, რომ ვარჯიში ნაკლებად სახიფათოდ ვაქციოთ, თუკი გვინდა უკეს ფიზიკური მთლიანობა დავიცვათ იმით, რომ ზოგიერთ საშიშ მოვარჯიშეს დავუშალოთ მისთვის ზიანის მიყენება, სწორედაც რომ ვერ მოვიქცეოდით სხვანაირად. შეგახსენებთ, რომ შიჰო ნაგე სასიკვდილო ტექნიკაა და რომ აიკიდოს ვარჯიშებისას აღრიცხული გარდაცვალებები თავის ქალის ტრავმას ან ფუძის ძვლის მოტეხილობას უკავშირდება და უმეტესწილად შიჰო ნაგეს ექსტრემალური შესრულების შედეგია არაკვალიფიციური და უცოდინარი ინსტრუქტორების მეთვალყურეობისას.
სწორედ სპირალის შეწყვეტა უკარგავს მას გამანადგურებელ ძლიერებას და ზღუდავს დაუზოგავად შესრულებული მოძრაობის სასიკვდილო შედეგს. მეორე მხრივ, შიჰო ნაგეს მოძრაობის დასრულება ამ სპირალის შეტრიალებით უკეს საშუალებას აძლევს დავარდეს (იქნება ეს მარტივი უკემი უკანა მხარეს თუ ვარდნა წინისაკენ თავისი ხელის გარშემო) და ამგვარად შესაძლო ტრავმები აიცილოს თავიდან.

ამიტომაც სრულიად გულწრფელად მჯერა, რომ მეთოდში შიჰო ნაგეს შესრულება უკეს უსაფრთხოებაზე ზრუნვის შედეგად შეიცვალა. დაახლოებით ისე, როგორც სამურაები ვარჯიშობდნენ ერთმანეთში ხის ხმლებით (ბოკენი), რათა თავიდან აეცილებინათ ვარჯიშისათვის უსარგებლო ჭრილობები და მკვლელობები.

ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, სწავლება გონივრული უნდა იყოს. უზომო პატივისცემითა და მადლიერებით სავსე გულით უნდა ჩავავლოთ ხელი უკეს, რომელიც თავის სხეულსა და ნდობას გვთავაზობს საიმისოდ, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ჩვენს გზაზე. ნებისმიერი, ვინც ამგვარ სიტუაციას სხვისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენებს, სახიფათო იდიოტია, რომელმაც არ უნდა მიიღოს ეს ცოდნა და გაგდებულ უნდა იქნეს დარბაზიდან.

მაშასადამე, არ შეიძლება გადავაკეთოთ პარტნიორის ფიზიკური სიმრთელის ასეთ პატივისცემაზე დამყარებული პრაქტიკა. თუმცა, ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ მეთოდის მიღმა არსებულ რეალურ მოძრაობას ვეძებთ, მგონი, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ამ სახეცვლილებას მეთოდის სწავლებასა და აიკიდოს მოქმედების პრინციპის ავთენტურობას შორის. თუ მეთოდმა ერთ მშვენიერ დღეს ო-სენსეის აიკიდოსთან არ უნდა მიგვიყვანოს, მაშინ რაღა არის მისი აზრი და დანიშნულება.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shiho-nage-ura-vaza-0
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)