ამ ტექნიკური რვეულით დაწყებული სტატიების სერიის მიზანია დაადგინოს, თუ რარიგ ღრმა ჰომოგენურობა არსებობს იმ მოწაფეთა სწავლებებში, რომლებიც პირდაპირ და რეგულარულ კონტაქტში იყვნენ აიკიდოს ფუძემდებელთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უშუალოდ მეორე მსოფლიო ომამდე ან ომის შემდეგ. კოიჩი ტოჰეი, ტადაში აბე, გოძო შიოდა და მორიჰირო საიტო ამ მოწაფეთა რიცხვში არიან.
სრულად სასარგებლო რომ იყოს, ეს ტექნიკური რვეული 106 უნდა შეისწავლოთ 5 ტექნიკური რვეულის წაკითხვის შემდეგ, რომლებიც „შომენ უჩი იკიოს უმნიშვნელოვანესი პუნქტების“ სათაურითაა დაჯგუფებული.
ფოტოები ამოღებულია გოძო შიოდას წიგნიდან Dynamic Aikido.

პუნქტი 1
როგორც ო-სენსეიმ ახსნა თავის წიგნში „ბუდო“ და როგორც მორიჰირო საიტო ასწავლიდა, გოძო შიოდა ნათლად მიუთითებს, რომ ტორი არ იღებს უკეს შეტევას, პირიქით, სწორედაც ტორი უტევს და აკეთებს შომენს, უკე კი ხელს მხოლოდ თავის დასაცავად სწევს ზევით.

პუნქტი 2
როგორც ო-სენსეის ფოტოებზე ჩანს და როგორც მორიჰირო საიტო ასწავლიდა, ტორიმ უკე უკანა ფეხის წინ ნაბიჯით შეტანამდე უნდა ჩაიყვანოს ძირს. რაც სავსებით ნორმალურია, რადგან უკეს ჩაყვანის ამ მოძრობაში უკანა ფეხი წინ მიწოლისათვის საყრდენად გვადგება.

პუნქტი 3
ო-სენსეისა და მორიჰირო საიტოს მსგავსად, უკეს ჩაყვანისთანავე შიოდა ნათლად განმარტავს, რომ ისე უნდა მიაწვე უკესკენ, თითქოს შუბს არჭობდეთო. არ უნდა წამოიყვანოთ თქვენკენ, როგორც ხშირად აკეთებენ ამას დღეს.

პუნქტი 4
როგორც ო-სენსეი აკეთებდა და როგორც მორიჰირო საიტო ასწავლიდა, შიოდას მუხლები მკაცრად პარალელურია უკეს ხელისა და არაორაზროვნადაა დაზუსტებული, რომ ეს ხელი უკეს ხერხემალთან 90°-იან კუთხეს უნდა ქმნიდეს.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.