შისეი #1 - უკანა ფეხი

ყურადღებით დაათვალიერეთ ფოტოები ქვევით. ისინი ყველა შეესაბამება ერთ მომენტს, როდესაც ო-სენსეი წინ აწვება. მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი უკანა ფეხი ყოველთვის უზადოდ გაჭიმულია.

შისეიზე ხშირად ლაპარაკობენ, როგორც რაღაც გლობალურ ცნებაზე: „დაუკვირდით თქვენს შისეის! ყურადღება მიაქციეთ თქვენს შისეის!...“. ეს შეგონებები არაფერში არ გამოდგება, ისინი ზედმეტად ზოგადია.

შისეი იდუმალი ცნება ან რაიმე მადლის შედეგი არ გახლავთ. კარგი შისეი თანდათანობით და ელემენტარული ცნებების სკრუპულოზურად დაცვით ჩნდება.

ამ ელემენტარულ ცნებებს შორის, მოქმედებისას გაჭიმული უკანა ფეხი ფუნდამენტურია.

ეს ესთეტიკის პრობლემა არ გახლავთ, ესაა აუცილებლობა, რადგან უკანა ფეხს არსებითი ფუნქცია აკისრია: ის ენერგიას გადასცემს, აწვება, როგორც აიკიდოში, ისე სხვაგან.


ო-სენსეი

მოძებნეთ შეცდომა... როდესაც უკანა ფეხი იკეცება, ბიუსტი წინ იხრება და ამ დროს შეუძლებელია შისეი კორექტული იყოს. ასეთ დროს მიწოლისგან გადაცემული ძალა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს გაჭიმული ფეხის შემთხვევაში იქნებოდა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shisei-1-ukana-pexi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)