შომენ უჩი იკიო ომოტე #1

შეუძლებელია პირდაპირ შეასრულო შომენ უჩი იკიო ომოტე, თუ შეტევას უკე იწყებს. შეტევა ტორიმ უნდა დაიწყოს. ეს პუნქტი ფუნდამენტურია, ფუძემდებელი ასე ასწავლიდა:

ტორი: გადგით ნაბიჯი განზე მარჯვენა ფეხით და მაშინვე დაარტყით მოწინააღმდეგეს სახეში თქვენი მარჯვენა ტე-გატანა (...)
უკე: ეცადეთ მოიგერიოთ მარჯვენა ხელის დარტყმა.
- ო-სენსეი, „ბუდო“, გვ. 45/46

აქ სამი მოძრაობა უნდა შესრულდეს ერთდროულად:

  1. განზე გადგათ მარჯვენა ფეხი,
  2. დაარტყათ სახეში,
  3. ჩაავლოთ მეორე ხელი უკეს იდაყვში.

თუ ტორი არ იწყებს შეტევას, უკანა მხარეს ვერ დააკარგინებს წონასწორობას უკეს, რაც აუცილებელია მოძრაობის გასაგრძელებლად.

ეს ცნება რთული მისაღებია მათთვის, ვისაც უსწავლია, რომ აიკიდო ოდენ თავდაცვის ხელოვნებაა. ამიტომ უნდა ჩავუფიქრდეთ მიუკერძოებლად ფუძემდებლის ამ სიტყვებს:

არ უნდა გავირთულოთ საქმე იმ ფარდობითი კონცეპტებით, როგორებიცაა სიკეთე და ბოროტება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ გვინდა გავიგოთ, რა არის აიკიდო, არ უნდა ვეცადოთ ამის გაკეთება მორალური ღირებულებების ჭრილში. მორალი ადამიანის შექმნილია და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ეპოქებისა და მსოფლიოს რეგიონების მიხედვით იცვლება.

ვერც ერთი მორალური სისტემა ვერ გაითვალისწინებს იმ კანონებს, რომელიც სამყაროს მართავს. აიკიდოც, რომელიც სწორედ ამ კანონებს ემორჩილება, მორალური ინტერპრეტაციების მიღმა დგას.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shomen-uchi-ikio-omote-1?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)