სოდე დორი ჰიჯი სოტო მავარუ


სამი რამ უნდა გაკეთდეს ერთდროულად: შეტევის ხაზს გავერიდოთ გვერდით, ხელი უკეს იდაყვის ქვეშ მივიტანოთ და დავარტყათ მეორე ხელით.


განაგრძეთ უკეს გვერდზე და მისკენ გასვლა, თითქოს უნდა გაახვიოთ მისი იდაყვი ქვევიდან ზევით ამავალი წრიული მოძრაობით.


სწორედ თქვენი ტეკატანა გადასცემს თქვენს ენერგიას უკეს მის სხეულზე შეხებისას.


როდესაც მააი თქვენ შორის კვლავაც საშუალოა და უკეს იდაყვზე ისევ ზემოქმედებთ, თქვენი სხეულის ბრუნვა შეგიძლიათ დაასრულოთ, მაგალითად, იკიოთი.


სამაგიეროდ, თუ თქვენი ირიმი საკმაოდ ღრმა არის, თქვენი ტეკატანა კი იდაყვზე უფრო შორს შედის, იმდენად, რომ უკეს მხარს ეხება…


… თქვენი გახვევის მოძრაობა ბოლოს მთლიანად მოგაკრავთ უკეს ხელს გულმკერდზე და შეგიძლიათ პირდაპირ, იდაყვის გაუკონტროლებლად ჩაიყვანოთ იგი ძირს და გააუძრაოთ.


როდესაც უკე ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ბრუნვითი მოძრაობის გასაიოლებლად შეიძლება საჭირო გახდეს ჩქვენი ჩაჭიდების გაძლიერება მისი კეიკოგის სახელოზე ჩავლებით.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკეს ხელი უნდა მოიკეცოს, ხოლო იდაყვი ზევით აიწვეროს.

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/sode-dori-hiji-soto-mavaru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)