'სპილოთაგან' უკანასკნელიც გარდაიცვალა

ეს ტამურა სენსეის საფრანგეთში გადმოსვლამდე და თვით ნაკაძონო სენსეის ევროპაში საცხოვრებლად ჩამოსვლამდე იყო. შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი მაშინ აიკიდოში ევროპის მიწაზე ფეხის პირველი დამდგმელის, აიკიდს პიონერისა და ლეგენდარული მასწავლებლის ტადაში აბეს მეთვალყურეობის ქვეშ.

მაგ დროს დაიბადა კლუბი სპილოებიც, რომელიც ას კილოზე მძიმე წონიან აიკიდოელებს აერთიანებდა. ტატამის ძმაკაცთა ამ გუნდში ჟან ლენბედრენის, ჟერარ გრასა და ჟორჟ გაიისნაირი იმპოზანტური გაბარიტები შეიოდნენ. და რაკი იმხანად შენ ჩიტის წონა გქონდა, კლუბშიც სწორედ სპილუკას სახელით მიგიღეს.

და როდესაც თქვენი მომცრო ჯგუფი ორლიში თუ ზავანტემში ნაკაძონოს ხვდებოდა და, სენსეის რომ შეენიშნა, მის დასახვედრად მისული აიკიდოს სქელკანიანთა ეს პატარა ჯგუფი სპილოსათვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდა, დაბარჩენი მგზავრები სიცილით იხოდებდნენ, რადგან იმხანად ადამიანებმს ჯერ კიდევ შერჩენოდათ გართობის უნარი.

ტადაში აბე იაპონიაში დაბრუნდა, ნაკაძონოსაც მოუწია ევროპიდ დატოვება, ნორომ თავის კერძო დარბაზში არჩია სწავლება და ამიტომაც ახალგაზრდა ტამურა გახდა შენი მეოთხე მასწავლებელი. რა არ იღონე მისთვის ცხოვრების გასაიოლებლად და მისი სწავლებისთვის და, ზოგადად, აიკიდოს განვითარებისათვის საუკეთესოდ მორგებული სტრუქტურების შესაქმნელად?

1969 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დააარსე 'ბელგიის აიკიდოს კულტურული ასოციაცია'. შენ წარმოადგენდი ბელგიას 1976 წელს ტოკიოში ჩატარებულ აიკიდოს 1-ელ საერთაშორისო და 1978 წელს ჰავაიში გამართულ მე-2 საერთაშორისო კონგრესზე. სწორედ ამ დროს შეხვდი სეიჩი სუგანოს, რომლის იმპორტიც შენ გააკეთე ბელგიაში, რასაც თავად ჰყვებოდი ხოლმე განუმეორებელ ბრიუსელურ კილოზე. და ამგვარად გახდა იგი ტამურა სენსეის თანხმობითა და ადმინისტრაციული მართვით l’A.C.B.A-ს (ბელგიის აიკიდოს კულტურული ასოციაცია) ოფიციალური ტექნიკური მრჩეველი. და სწორედ ტამურამ მოგანიჭა ჯერ მეოთხე, შემდეგ კი მეხუთე დანი 1980-იანი წლების დასაწყისში.

1978-1986 წლებში შენ და შენი მეუღლე ჟანინი უზრუნველყოფდით ჟურნალ Europe Aikido-ის გამოცემას, რომლის მხოლოდ 32-მა ნომერმა იხილა დღის სინათლე. თქვენ გევალებოდათ სტატიების შეფასება, მათი თარგმნა, დაკაბადონება, კავშირი სტამბასთან, ტექსტების კორექტურა და გავრცელება საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა ორივეს ამ ჟურნალისთვის გაწეული უზარმაზარი შრომისათვის, ჟურნალის, რომელიც მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა ევროპელ აიკიდოკებს შორის კავშირის არსებობისათვის იმხანად.

ამ ჟურნალის ტექნიკურ ნაწილში რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს ტამურა სენსეი. ეს სტატიები საფუძვლად გამოადგა წიგნისათვის « Tamura Aikido », რომელიც შენ მიერვე დაფუძნებული 'აიკიდოს ევროპულ ასოციაციასთან' თანამშრომლობით გამოიცა და დროში ჟურნალის უკანასკნელ ნომრებს დაემთხვა. მართალია, არსებითი კონცეფცია შენმა ძველმა მეგობარმა პიერ შასანმა ითავა, მაგრამ შენ და ჟანინმა იტვირთეთ ამ წიგნის გაგზავდა თითოეული ხელმომწერისათვის მთელ მსოფლიოში. და სწორედ შენ გადაზიდე თანდათანობით ფოსტაში გაიის მანქანის საბარგულით ის ოთხი ტონა წიგნი, რომლითაც გამომცემელმა გამოგივსო სარდაფი. მადლობა თქვენ სამს მუხლჩაუხრელი, ენთუზიაზმზე დამყარებული უანგარო შრომისათვის, მადლობა იმათი სახელითაც, ვისაც თქვენზე არაფერი სმენია, მაგრამ თქვენი ერთგულების გარეშე ვერც ვერასდროს წაიკითხავდა ამ წიგნს.

1982 წელს ერთი უხამსი ადამიანის ელექტორალურმა ხრიკებმა შენ და ჟილ გაიი თქვენ მიერვე დაარსებული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ჩამოგაშორათ. ასე, დამძიმებული გულით დატოვე შენ A.C.B.A, თუმცა გაითვალისწინე ის რჩევა, რომელიც ტამურა სენსეიმ მოგცა შენთან სახლში, არდენულ ღუმელთან, რომლის შორიახლოსაც უყვარდა ხოლმე ხელების გათბობა: გაიისთან ერთად დააფუძნე 'ბრიუსელის აიკიდოსა და ბუდოს ფედერაცია', რომელიც აგერ უკვე ოცდაათი წელია, დღესაც მუშაობს.

მე პირადად 1980-იანი წლების ბოლოს, აიკიდოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელთა საზოგადოებაში გაგიცანი. ჯობს კიდეც ასე, ჟორჟ. 25 წლის მანძილზე არც ერთხელ არ მახსოვს, რუსოს სიტყვა გაეტეხოს ან მეგობრობიდან განზე გაეხვიოს. მყარი და პირდაპირ ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოო, ასე აღწერდა შენს თავს პიერ შასანი. და არც შემცდარა. შენი ძველი და ახლანდელი მოწაფეები საუკეთესო დასტურია იმ დროისა და ენერგიისა, რომელიც შენ დახარჯე, რომ არაფერი ვთქვათ მთელ მსოფლიოში სირბილზე ო-სენსეის გულისათვის, როგორც შენ გიყვარდა ხოლმე თქმა.

ჟანინმა ექვსი თვით დაგასწრო, ახლა კი, როცა ამას ვწერ, შენ ჯდები „მატარებელში“ მასთან მისასვლელად. შენი სიცოცხლე უმისოდ სატანჯველი იყო. მშვიდად იყავ ამიერიდან. აიკიდოს მიღმა, რომელმაც ჩვენ შეგვახვედრა და დაგვაკავშირა ერთმანეთს და დასამახსოვრეელი დრო გაგვატარებინა ერთად, თქვენი წყვილი ჩემთვის მუდამ დარჩება ისეთ ერთობად, რომლის გაწყვეტა მხოლოდ სიკვდილს შეუძლია და რომელის მოგონებაც მე არასდროს დამტოვებს.

მშვიდობით, ჟორჟ, მადლობა, რომ ასეთი სამაგალითო იყავი, მადლობა შენი უთვალავი დახმარებისათვის, მადლობა იმ სამსახურისათვის, რომელიც შენ გაუწიე აიკიდოს.

დღეს მე მარტო არა ვარ, ვინც დაობლებულად გრძნობს თავს.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის 26 მაისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/spilotagan-ukanasknelic-gardaicvala
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)