
1-ლი შემთხვევა: ირიმი ნაგე
ასევე არანაირი სხვაობა არ არის სხეულის მუშაობაში გარეგნულად ისეთი განსხვავებული მოძრაობების დროს, როგორებიცაა ირიმი ნაგე და იკიო.

მე-2 შემთხვევა: იკიო
იცვლება მხოლოდ ის, რომ იდენტური გადაადგილებით ნაგეს პირველ შემთხვევაში აიტე წინასწორობიდან გამოჰყავს უკნიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში წინიდან.

მე-3 შემთხვევა: კოტე გაეში
სხეულის მუშაობა იდენტურია კოტე გაეშის დროსაც. ერთადერთი ნიუანსი ისაა, რომ ირიმი ნაგე ჯოდანის სიმაღლეზე სრულდება, კოტე გაეში კი ჩუდანისაზე.
კოტე გაეში უნდა შესრულდეს დაბლა ო-სენსეი - კუდენი
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.