ტაი ჯიცუ - შიჰო ნაგე

ირიმი-ტენკანი პირველი მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლის და — ამავდროულად — თქვენ ზურგსუკან მყოფი მოწინააღმდეგის შეტევის ხაზიდან გასვლის საშუალებაა.

მოძრაობის მეორე ნაწილი შიჰო ნაგეს ფორმას იღებს. აქ ხელით სრულდება ხმლის ზუსტად ის მოძრაობა, რომელიც სტატია აიკიკენი ჰაპო გირი-შია გაანალიზებული. გადაადგილება იგივეა, რაც ჰაპო გირის დროს.

ეს მოქმედება საშუალებას გვაძლევს, დავაგდოთ პირველი მოწინააღმდეგე და — ამავდროულად — გავეცალოთ შეტევის ახალ ხაზს, რომელიც თქვენს ახალ მეტოქეს ეძლევა თქვენს მარცხენა ფერდში.

აიკიდოს ყოველი ილეთი გააზრებულია იმისთვის, რომ თქვენ სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად მომავალი შეტევებისაგან დაგიცვათ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tai-jicu-shiho-nage
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)