ტაი ნო ჰენკა

ეს არ გახლავთ პირველი სტატია, რომელსაც ტაი ნო ჰენკას ვუძღვნი, მაგრამ ყოველთვის უნდა დავუბრუნდეთ ამ სავარჯიშოს, რადგან ის ფუძემდებლურია. ტაი ნო ჰენკა ირიმი-ტენკანის პრინციპის ყველაზე ელემენტარული გამოვლინებაა, ამიტომაც ყოველი გაკვეთილი ტაი ნო ჰენკათი უნდა დაიწყოს. არ არსებობს აიკიდოს მოძრაობა, რომლის გულიც ტაი ნო ჰენკა არ იქნება.

იმის თქმა გვინდა, თუ რამდენად განმსაზღვრელია ტაი ნო ჰენკას გაგება აიკიდოს პრაქტიკისათვის. მაგალითად, ტაი საბაკი არ უნდა ავურიოთ ტაი ნო ჰენკაში, იმ გაგებით, რომ სწორად შესრულებული ტაი საბაკი მხოლოდ სწორად შესრულებული ტაი ნო ჰენკას შედეგია და სხვა არაფერი : ტაი ნო ჰენკას წყალობით ვამყარებთ წესრიგს (საბაკუ) სახიფათო სიტუაციაში. ტაი საბაკი ტაი ნო ჰენკას შედეგია.

ტაი ნო ჰენკა სხეულის შეცვლას, თუ გნებავთ, სხეულის მდებარეობის ცვლილებას ნიშნავს. ეს პირველი მნიშვნელოვანი მითითება გახლავთ, სხეულმა უნდა იმოძრაოს. მაგრამ გამოთქმაში 'ტაი ნო ჰენკა' არაფერია ნათქვამი, თუ როგორ, რა სახით უნდა იმოძრაოს სხეულმა.

ირიმი-ტენკანი გვაუწყებს ამ მოძრაობის რაგვარობას. ირიმი-ტენკანი ხშირად ითარგმნება, როგორც შესვლა და შემოტრიალება. ეს არ გახლავთ სწორი გაგება, შეუძლებელია, შეხვიდე და მერე შემობრუნდე. თავად შესვლაა "მბრუნავი", იმიტომ რომ აიკიდოს მოძრაობაა სხეულის ბრუნვა. ხოლო ხერხემლის ღერძის გარშემო სხეულის ბრუნვისას სწორედაც თეძოები ტრიალებს და თანაც ერთდროულად.

რადგანაც ურთიერთშემავსებლად მობილიზებულია ორივე თეძო, ისინი მუდმივად ბრუნავენ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით : როდესაც ერთი ბრუნავს წინისაკენ, მეორე აუცილებლად ბრუნავს უკნისაკენ. სწორედ ამ ტიპიურ, ურთიერთშემავსებელ მოძრაობას ეწოდება ირიმი-ტენკანი.

როდესაც ტრიალი იწყება, ერთი თეძო ვერ გაუსწრებს წინ მეორეს, მათი ურთიერთშემავსებელი მოძრაობა სრულიად სინქრონულია. ამ დროს ასეთი შეკითხვა ჩნდება : სად უნდა მოათავსოს ადამიანმა გონება (ან შეგრძნება) ტრიალის დასაწყისში ?

ეს ვერ იქნება ირიმის თეძოსთან, რადგან ამით თავს დავიბლოკავთ წინისაკენ იმითი, რომ ხელს შევუშლით ტენკანის თეძოს სინქრონულ ბრუნვას უკნისაკენ. მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ეს ვერ იქნება ვერც ტენკანის თეძოსთან, რასაც შედეგად ირიმის თეძოს წინისაკენ ტრიალისათვის ხელის შეშლა მოჰყვებოდა შედეგად. სიმართლე ითქვას, ვფიქრობ, რომ შეგრძნება ხერხემლის შუაში უნდა იყოს მოთავსებული და რომ ეს შუაგული ვიზუალიზებული უნდა იყოს, როგორც ბრუნვის დასაწყისი ერთი ღერძის გარშემო, ბრზიალასავით. ვფიქრობ, მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი, რომ თეძოებმა თანაბრად იმოძრაონ და ამით ირიმი-ტენკენის ბრუნვა შეასრულონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, და ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, თუ კარგად დავუფიქრდებით, მოძრაობა არ იწყება კუნთიდან, ის სულ სხვა ბუნებისაა.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის აპრილი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tai-no-henka-0?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)