ტამურა

ნობუიოში ტამურა 2010 წლის 9 ივლისს, პარასკევს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ცხოვრების გასატარებლად ჩვენი ქვეყანა აირჩია და 1964 წელს დასახლდა კიდეც ტადაში აბეს, მასამიჩი ნოროსა და მიცურუ ნაკაზონოს შემდეგ. ამ არჩევანს უკვალოდ არ ჩაუვლია აიკიდოს განვითარების თვალსაზრისით საფრანგეთსა და ევროპაში.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად და, ზოგჯერ, ფიცხლადაც მიბრძოლია ტამურა სენსეის მიზნების, მეთოდებისა და ხერხების წინააღმდეგ, რადგან ჩემი უთანხმოება ძალიან დიდი იყო. არც მას დავუზოგივარ თავის მხრივ.

მაგრამ გარდაცვალება ისეთი ჟამია, როდესაც იარაღი უნდა დადოს ადამიანმა. თუმცა როგორი პატივი უნდა მივაგო დღეს მას, რომ ეს ამბავი სამგლოვიარო პირფერობაში არ ჩამომართვან სწორხაზოვანი გონების ადამიანებმა?

იმედი მაქვს, ასეთი.

ნობუიში ტამურას პირველად 1977 წელს შევხვდი სემინარზე, რომელსაც ის ატარებდა MJC Magnan-ში, ნიცაში. აიკიდომ, რომელიც მან მაშინ აჩვენა, გამიჩინა სურვილი, ჩავღრმავებულიყავი ამ ხელოვნებაში ჩემი განვითარების იმ ეტაპზე, როცა ეს საჭირო იყო და ნამდვილად შეუწყო ხელი შემდგომში ჩემს ჩართულობას ამ საქმეში. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. იმას, რამაც მოგვიანებით მასთან დამაპირისპირა, არაფერი აქვს საერთო ამ მომენტთან.

TAI-ს ყველა წევრის სახელით ვუსამძიმრებ ქ-ნ ტამურას და მის შვილებს და ვთხოვ, ირწმუნონ, რომ ჩემი წინააღმდეგობა მისი მეუღლისა და მათი მამის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აიკიდოს სიღრმისეულ კონცეფციას გულისხმობდა და ეს არანაირად არ ეხებოდა მას პიროვნულად. თუ ზოგჯერ ჩემი ხელით დაწერილი რომელიმე სტატიის გამო მათ რამე სხვა გრძნობა გაუჩნდათ, ეს უთუოდ ფორმის არასრულყოფილების გამო იყო. და თუკი ამან მაინც შეულახა მათ თავმოყვარეობა, დიდ ბოდის ვუხდი წერის ასეთი მოუხეშაობის გამო.

ფილიპ ვოარინო, 2010 წლის 2 აგვისტო

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tamura
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)