ტექნიკის წარმოშობა

აიკიდოს პრაქტიკის შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა, მაგრამ როგორი საინტერესო და დეტალურიც არ უნდა იყოს ეს წიგნები, მათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაინც აკლია. ფოტოები უმეტესწილად მოძრაობების დასასრულს გვიჩვენებს და გამორჩენილია ის გზა, რომლითაც ეს მოძრაობა მივიდა ამ „ფინალურ პოზიციამდე“. წიგნებში ასახული ილეთები ისეა აგებული, რომ რაღაც ეტაპზე გარეგნული ფორმით მათი ცნობა შეიძლებოდეს.

მთავარი კი დაფარული და უჩინარია იმათ თვალთათვის, ვისაც უშუალოდ არ უსწავლია ეს. შეცდომა იქნებოდა იმ პრაქტიკის დანეგვა, რომელიც ყურადღებას აქცევს უბრალოდ ფორმას და არა ფორმას, როგორც რაღაც ბევრად უფრო სუბტილურის შედეგს.

მაგალითისთვის ავიღოთ ჯოს მოძრაობა, რომელსაც იოლად მივაგნებთ, თუკი თვალს გადავავლებთ კატალოგს: სუბური / კუმი ჯო / კენ ტაი ჯო / სან ჯუ იჩი ნო ჯო / ჯუ სან ნო ჯო / ... შესრულებული როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, როგორც ზეზე, ისე მუხლებზე (მომდევნო სტატიაში ვნახავთ მიზეზებს, თუ რატომ დავტოვეთ მოძრაობა მუხლებზე და ზეზე)

ამ მოძრაობის შესრულება ისე, რომ მხოლოდ მოძრაობის დასასრული გავიმეოროთ, როგორც ეს სურათზეა ასახული, ხშირად შეცდომის წყაროდ იქცევა ხოლმე. სურათს თუ დავუჯერებთ, დავინახავთ, რომ მოვარჯიშე თავს იცავს თავისი ჯოთი და ეს შეცდომაა…

მოძრაობის უზუსტესი სახით აღსადგენად აუცილებელია მისი წარმოშობის შესწავლა .

ვისარგებლოთ იმით, რასაც კატალოგი გვთავაზობს. ჩავუღრმავდეთ კენ ტაი ჯოს მუშაობას და, უფრო ზუსტად, ჩოკუ ჰარაისა და კაეში ჰარაის ავასე მოძრაობებს.

ჩოკუ ჰარაის 1-ლი საფეხური

კაეში ჰარაის ავასეს 1-ლი საფეხური

თუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ სავარჯიშოებს შევასრულებთ ერთიმეორის მიყოლებით, როგორც ეს აქაა წარმოდგენილი, ერთბაშად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გაგვიჭრდება პასუხის პოვნა იმ შეკითხვაზე, რომელიც ტენიკის წარმოშობის შესახებ ჩნდება.

თუკი ამ ორ მოძრაობას უფრო გლობალურად შევისწავლით, დავინახავთ იმას, რაც არა ჩანს…

დავინახავთ, რომ კაეში ჰარაის ავასე ფორმაში დამუშავებული 1-ლი მოძრაობა ჩოკუ ჰარაის ავასე ფორმაში შესრულებული 1-ლი მოძრაობის გაგრძელებაა. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ:

ერთი მოძრაობის დასასრული მომდევნო მოძრაობის დასაწყისია

ეს ფაქტი ბევრ რამეს ცვლის, ყველაზე მნიშვნელოვანია:

ჩვენ არ ვცდილობთ ჯოს უკანა ბოლო წინ გავწიოთ და ასე დავიცვათ თავი და სხეული, ჯოს უკანა ბოლო იმ მოძრაობის გაგძელებას მიჰყვება, რომელიც ჯოს წინა მხარემ იქმდე გაიარა.

აქ დაცვითი მოძრაობა კი აღარა გვაქვს, არამედ ორი შეტევითი მოძრაობა გამოდის (ეს დეტალურად იქნება განხილული შემდეგ სტატიაში). კონსტრუქციის ეს მარტივი მოდიფიკაცია სხვა, ახალ ჰორიზონტებს შლის, მაგალითად:

  • • ვიპოვეთ საბრძოლო ლოგიკა, რომელიც თავდაცვის ცნებასთან ერთად ასე უკვალოდ იკარგებოდა.
  • • ვიპოვეთ მრვალმიმართულებითი მუშაობის დასაწყისი.
  • • ვიპოვეთ კავშირი სხვადასხვაგვარი შესრულების ტემპსა და სისწრაფეს შორის.

კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფასოთ მორიჰირო საიტო სენსეის მიერ შემუშავებული მეთოდის მოხერხებულობა. სავარჯიშოების სწავლის რიგითობის შეცვლა (მაგალითად, აქ კენ ტაი ჯოს ავასეს ფორმებისა) და, განსაკუთრებით, მოძრაობების განხილვისას კატალოგის გლობალურობისა და საყოველთაოობის გაუთვალისწინებლობა აჩენს საფრთხეს, რომ ამ მოძრაობათა ლოგიკა და არსი დაიკარგოს.

ჩვენ ვერასდროს ვერ გავიმეორებთ საკმარისად, რომ მასწავლებლებმა და სენპაიებმა კარგად უნდა იცოდნენ კატალოგის მთლიანობა, რათა გლობალური ხედვა განავითარონ და სავარჯიშოები გამოიყენონ არა როგორც ცოდნის დაცალკევებული და დანაწევრებული ერთიანობა, არამედ მჭიდროდ შეკრული მთლიანობა და ერთიანობა.

ერთი მოძრაობის გამოყენება მეორის ასაგებად, ერთი მოძრაობის ახსნა მეორის შუქის ფონზე არის სწორედ რი-აის საფუძველი.

მატიე ჟანდელი, 2011 წლის ოქტომბერი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/teknikis-carmoshoba
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)