იწყებს აიკიდოს პრაქტიკას რიონის ინსტიტუტში, ბრიუსელში (ბ-ნ ნასენთან).
სწავლობს ტადაში აბესთან და მუცურო ნაკაძონოსთან.
იღებს აიკიკაი სო ჰომბუს 1-ლ დანს (მასამიჩი ნოროსთან).
იუსტიციის სამინისტროსთვის ანტვერპენის ციხის მცველებს ამეცადინებს.
კლუბ 'ბუშიდოს' დამფუძნებელი წევრი ბრიუსელში.
ბელგიის აიკიდოს კულტურული ასოციაციის (A.C.B.A.) დამფუძნებელი წევრი.
ფუკუშიდონის პირველი ხარისხი.
იღებს აიკიკაი სო ჰომბუს მე-2 დანს (ნობუიოში ტამურასთან)
კენდო რენმეის მოწაფეა - კენდოსა და იაიდოს სწავლობს.
იღებს აიკიკაი სო ჰომბუს მე-3 დანს (ნობუიოში ტამურასთან)
A.C.B.A.-ს ტექნიკური კომისიის წევრია.
იაპონია: წარმოადგენს A.C.B.A.-ს აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის 1-ლ კონგრესზე.
ევროპის აიკიდოს ფედერაციის (F.E.A.) უმაღლესი საბჭოს წევრია.
იწყებს თანამშრომლობას ჟურნალთან Europe-Aikido - დაწყებული n° 1-დან - დამთავრებული გამოცემის ბოლო (n° 32) ნომრით 1986 წლის მარტში. ევალებოდა გამოსაქვეყნებელი სტატიების კითხვა, თარგმნა, დაკაბადონება, კონტაქტი სტამბასთან, კორექტურა და საერთაშორისო გავრცელება.
წარმოადგენს A.C.B.A.-ს F.I.A-ს მეორე კონგრესზე.
იწვევს სეიჩი სუგანოს, რომ იგი ბელგიაში დაფუძნდეს.
A.C.B.A-ს პრეზიდენტია.
იღებს აიკიკაი სო ჰომბუს მე-4 დანს (ნობუიოში ტამურასთან)
ფუკუშონის ყველა ხარისხი.
ტოვებს A.C.B.A-ს. ბრიუსელის აიკიკაის დამფუძნებელი თანათავმჯდომარეა.
იღებს აიკიკაი სო ჰომბუს მე-5 დანს (ნობუიოში ტამურასთან)
'ბრიუსელის აიკიდოსა და ბუდის ფედერაციის' დამფუძნებელი წევრია. თანათავმჯდომარეა 1987 წლამდე.
თანამშრომლობს ასოციაცია Europe Aikido-ს მიერ გამოცემული წიგნის 'ტამურა აიკიდოს' კონცეფციისა და დისტრიბუციის საქმეში.
ასოციაცია 'აიკიდოს ალფები' დამფუძნებელი წევრია.
იღებს BABF მე-6 დანს აიკიდოში.
'ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალის (TAI) დამფუძნებელი წევრია.
ენიჭება TAI-ს მე-7 დანი.
ITAF - ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი წევრია.


(1963) ბუშიდოს სემინარი ნობუიოში ტამურასთან
(1978) FIA-ს კონგრესი ჰონოლულუში
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.