ძუკი სოტო კაიტენ სანკიო (მე-2 ფორმა)

ამგვარი რეაგირება ძუკიზე გამოიყენება მაშინ, როდესაც უკეს შეტევა მოულოდნელია ან როდესაც სივიწროვეში ხართ და უფრო ფართოდ გადაადგილების საშუალება არა გაქვთ.

ფორმა 1-ის მსგავსად ჯერ უკნისაკენ დააკარგინეთ წონასწორობა უკეს, ვიდრე იოკომენისმაგვარ სპირალს მოხაზავდეთ.

არ არსებობს აიკიდოს მოძრაობა, რომელიც უკეს წონასწორობას არ აკარგინებდეს. აიკიდოს არც ერთი მოძრაობა არაა ქმედითი, უკეს წონასწორობიდან გამოყვანის გარეშე. მოძრაობა, რომელიც უკეს წონასწორობის დაკარგვინების გარეშე სრულდება, აიკიდოს მოძრაობა არაა.

ტენკანის ბრუნვის წყალობით თქვენი სხეული გვედრზე იწევა და ადგილს უთმობს უკეს, რომელიც თქვენ მიერ ამგვარად შექმნილი სიცარიელის გამო ზუსტად იქ ვარდება, სადაც თქვენ იდექით. ნუ გადადგამთ უკან ნაბიჯს სწორხაზოვნად.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/zuki-soto-kaiten-sankio-me-2-porma?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)