საიტის შესახებ

2003 - 2011

TAI-ს საიტი შეიქმნა 2003 წელს მისამართით www.aikidotakemusu.com  და შემდეგი მიზნით:

..., რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, ასოციაციის წევრებს შეეძლებათ ინფორმაცია მიიღონ TAI-ს საქმიანობის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ან თავიანთი აზრი გამოხატონ ტექსტების გამოგზავნით ან ფორუმის საშუალებით. თუმცა საიტი ღიაა იმათთვისაც, ვინც არაა წევრი, მაგრამ სურს აზრის გამოხატვა, შეკითხვების დასმა ან ცნობების მიღება. ეს საიტი არაა რამდენიმე პირის მონოპოლია. ეს არის მაგიდა, რომლის გარშემო დაჯდომა შეუძლია ყველას, ვისაც აიკიდო აინტერესებს და დიალოგში ჩართვა სურს.

2003 წლის სარედაქციო წერილები: „TAI-ს საიტი (ფრანგულად)“

2011 - ?

8 წლიანი არსებობისა და 2005 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საიტი სრულად გადახალისდა და ახალი მისამართი აქვს www.aikidotakemusu.org:

საიტის ეს ახალი ვერსია ნამდვილი დასაწყისი და მნიშვნელოვანი ეტაპია მსოფლიოში ტაკემუსუ აიკიდოს განვითარებისათვის. TAI-ს საიტი, აქამდე მხოლოდ ფრანკოფონებისთვის განკუთვნილი, საერთაშორისო მისაწვდომობას იძენს მსოფლიოში ყველა იმ მოვარჯიშისათვის, ვინც ეძიებს და სურს ჩაუღრმავდეს ჭეშმარიტ კატემუსუ აიკიდოს, ისეთს, როგორიც ფუძემდებელმა, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ დახვეწა და სრულყო.

2011 წლის სარედაქციო წერილები: „წერტილი ორგ

ხორცშესხმა

ეს საიტი ვერასდროს იხილავდა დღის სინათლეს სხვადასხვა მოხალისეთა მონაწილეობის გარეშე: ინფორმატიკოსების, დიზაინერების, რედაქტორების, მთარგმნელების კორექტორების, უკეების თუ ფოტოგრაფების... ძნელია, აქ ყველას სათითაოდ გადაუხადო მადლობა. ყოველ მათგანს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, მადლობას ვუხდით ამ საერთო ნამუშევრისთვის, რომელიც მათი სულგრძელობის, ენთუზიაზმისა და ეფექტურობის გარეშე ნამდვილად ვერ იქნებოდა შედგებოდა. ო-სენსეი ბედნიერი იქნებოდა. აიკიდოს სული ამ გვერდებს დასტრიალებს.

კონცეფცია: ფრანსუა
ინფლისური ვერსია: ლეონი
ქართული ვერსია: პაატა
ქართული ილუსტრაციები: ირაკლი
რუსული ვერსია: დიმიტრი და ირინა
იტალიური ვერსია: ხათუნა
თურქული ვერსია: თამუნა

კონცეფცია შესაძლებელი გახდა თავისუფალი პროგრამები-ს წყალობით, თავისუფალი და ღია განვითარების სტანდარტების დაცვით. ჩამოვთვალოთ რამდენიმე პროგრამა და ტექნოლოგია, რომლებსაც ვიყენებთ ან უკვე გამოვიყენეთ:

Debian-ისა  და Archlinux-ის ოპერაციული სისტემები
სერვერი Apache
მონაცემთა ბაზა MySQL
ენა PHP
შიგთავსის საპუბლიკაციო სისტემა SPIP (ძველი ვერსიისთვის) შიგთავსის მართვის სისტემა Drupal
ვების სტანდარტები (xhtml, css, javascript…)
გრაფიკული ბიბლიოთეკა ImageMagick
Beautiful Boilerplate Skeleton (dhgamache your great !)
გზამკვლევის ენა Markdown John, Gruber-საგან
მოდული PHP Markdown, Michel Fortin-საგან

თქვენი სამომხმარებლო ანგარიში

სამომხმარებლო ანგარიში საშუალებას გაძლევთ, მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში და თქვენი კომენტარები გამოაქვეყნოთ.

სამომხმარებლო ანგარიშის გასახსნელად: შედით გვერდზე ანგარიშის გახსნა. ეს გვერდი მისაწვდომია თითოეული სტატიის კომენტარების ბოლოს.

იმისათვის, რომ ჩაერთოთ: ისარგებლეთ ფორმულარით, რომელზეც თითოეული სტატიის კომენტარების ბოლოდან გადახვალთ. გამოიყენეთ ჩართვის გვერდი ან გადასასვლელი თითოეული გვერდის ძირში.

იმისათვის, რომ გამოერთოთ: შედით გვერდზე ახალი პაროლის მოთხოვნა. ჩაწერეთ ან მომხმარებლის სახელი, ან თქვენი იმეილის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ.

ცნობები, რომლებსაც თქვენ ავრცელებთ: ეს ცნობები, რომლებსაც საიტის საშუალებით აქვეყნებთ (ფორუმი, საინფორმაციო წერილი...) უმკაცრესად კონფიდენციალური რჩება და მხოლოდ საიტისა და ასოციაციის ფუნქციონირების ჩარჩოებში გამოიყენება. მესამე პირებს არავითარ ინფორმაციას არ ვაწვდით.

შიგთავსის გამოყენების ლიცენზიები

ამ საიტზე გამოქვეყნებული ორიგინალური შიგთავსი დაცულია კოპირაიტით © TAI (Takemusu Aikido Intercontinental).

მოსაზრებათა სტატიები, გამოქვეყნებული რუბრიკებში ასოციაცია, სარედაქციო წერილები, ქრონიკები და ტრიბუნები, თავისუფალია გასავრცელებლად: Creative Commons CC BY-NC-ND

თავისუფლად შეგიძლიათ სხვას გაუზიაროთ - დაბეჭდოთ, გაავრცელოთ და დააგზავნოთ ნაწარმი. შემდეგი პირობებით: მიუთითეთ ავტორი, არ გამოიყენოთ კომერციულად და დერივატიული სამუშაოებისათვის.

სხვა სტატიები გამოქვეყნებულია თავისუფალი ლიცენზიით: Creative Commons CC BY-NC

თავისუფლად შეგიძლიათ სხვას გაუზიაროთ - დაბეჭდოთ, გაავრცელოთ და დააგზავნოთ ნაწარმი, გამოიყენოთ ნაწილობრივ - შეცვალოთ ნაწარმი. შემდეგი პირობებით: მიუთითეთ ავტორი და არ გამოიყენოთ კომერციულად.

სტატიები, რომელთაც დაზუსტება არ შეხებია, ანუ ორიგინალური სტატიები ამ ორი ლიცენზიითაა გამოქვეყნებული, გარდა ციტატის ან ილუსტრაციის სახით გამოყენებული ნაწარმისა, რომელთა ლიცენზიებიც განსაზღვრული იქნება სტატიის გვერდზე..

თუ თქვენ ავრცელებთ ან იყენებთ ამ საიტის შიგთავსს, უნდა დაიცვათ შემდეგი პირობები:

  1. გამოაჩინეთ ორიგინალური გვერდის მისამართი,
  2. შექმენით დაკავშირებული ორიგინალური გვერდის ლინკი (ონლაინ შიგთავსის მისაღებად)
  3. სასურველია, დაგვიკავშირდეთ ჩვენ, რომ გვეცნობოს თქვენი გვერდის შესახებ.
ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/saitis-shesaxeb
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)